1. პროექტის სახელი: "რა ვიცით თბილისის შესახებ?"http://tbilisi.gov.ge
2.პროექტის მოკლე აღწერა: თბილისის რაიონების გამოკვლევა –შესწავლა მოსახლეობისა და სახელმწიფო დაწესებულებათა რაოდენობის მიხედვით.
3.პროექტის სრული აღწერა: კლასს დავყოფ ჯგუფებად. თითოეული ჯგუფის კვლევის გეგმა ერთიდაიგივეა.ჯგუფები რაიონებს ირჩევენ კენჭისყრით. თბილისის თითოეულ რაიონს :
ვაკე–საბურთალო
დიდუბე–ჩუღურეთი
ძველი თბილისი
გლდანი–ნაძალადევი
ისანი–სამგორი
დიდგორი
ვიკვლევთ შემდეგი გეგმით:
სკოლამდელი დაწესებულებების რაოდენობა
სკოლების რაოდენობა
უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობა
ბიბლიოთეკების რ_ბა
კინო–თეატრებისა და კულტურულ დაწესებულებათა რ–ბა
სავაჭრო ცენტრების რაოდენობა
სპორტული ცენტრების რ–ბა
სამედიცინო დაწესებულებების რ–ბა
ინფორმაციას ეძებენ ინტერნეტში, ასევე, რაიონების გამგეობებში. მოძიებულ ინფორმაციებს წარმოადგენენ ნაბეჭდი სახით საოფისე პროგრამა WORD-ში, ცხრილებს კი–exsel-ში. დამუშავებულ ინფორმაციას წარმოადგენენ დიაგრამების და ცხრილების სახით, რისთვისაც დამოიყენებენ საპრეზენტაციოდ ისარგებლებენ POWER points".
მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ აგარიში : მოძიებული ინფორმაცია პროგრამა WORD-ში, დამუშავებული ინფორმაცია დიაგრამებისა და ცხრილების სახით, დაასახელონ განსაკუთრებული საკითხები, რომელიც გამოიკვეთა რაიონების კვლევისას.
4. მონაწილეთა ასაკი: 14–5 წელი
5. ხანგრძლივობა: 2–3 კვირა
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფებად დანაწილება; ფუნქციების განაწილება, კვლევის გეგმის გაწერა.
7. მოსალოდნელი შედეგები: უკეთესად გაეცნობიან თბილისის რაიონებს, მათ განლაგებას და მდებარეობას, შეადარებენ მათ გარკვეული საკითხების მიხედით, შეიძენენ (განივითარებენ ) კომუნიკაციის უნარ–ჩვევებს, ინფორმაციის მოპოვება– დამუშავებისას განიმტკიცებენ ცოდნას სტატისტიკაში და საოფისე პროგრამების გამოყენებაში.
8.სამუშაო ენა: ქართული.
9. სხვა საგნებთან კავშირი:ესგ–თან კავშირი: ინფორმაციის მოძიება–დამუშავება; ინფორმაციის დახარისხება და საჭირო სახით წარმოდგენა; კვლევის ჩვევების განვითარება.
10. ფასილიტატორი: ნანა ივანაური
11. ელ. ფოსტა: nanaivanauri@gmail.com
12. ფორუმი:
13. პროექტის ვებ–გვერდი:
No comments:
Post a Comment